• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. 11 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.


თეგები :