• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მთავარ პროკურორს შეხვდნენ

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის,  მირიან ნიკოლაძე მთავარ პროკურორს შეხვდნენ.

როგორც პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ირაკლი შოთაძეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, აქვს თუ არა გამოძიებას ახალი გარემოებები, ასევე განიხილეს ამ ეტაპზე არსებული ყველა დეტალი. ამავე შეხვედრას ესწრებოდნენ პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებიც. 

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას უკავშირდება, პროკურორთან გამართულ შეხვედრას არ უკავშირდება.

მისივე განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საქმის ფიგურანტი ექვსეულის ბრალეულობას ამტკიცებს, თუმცა პროკურატურა საქმეში დამატებითი მასალისა და არგუმენტების მოძიებას ცდილობს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან პირველი არ არის, თუმცა ამჯერად მათ მთავარი პროკურორი თავად შეხვდა და საქმის პირად კონტროლზე აყვანას გაუსვა ხაზი. 


თეგები :