• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

"ბოლოს კამერამ დააფიქსირა სოფელ ხაიშში, მანქანით იყო შესული, მაგრამ უკან აღარ გამოსულა" - დაკარგულ 23 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა რაც დაკარგულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს, რა დროსაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, დღეს კი 23 წლის გოგოსთან ერთად, ვერც მის ავტომობილს პოულობენ.

დაზუსტებით არავინ იცის, რა მიზნით გაემგზავრა ახალგაზრდა ქალი მარნეულისკენ, სადაც მას არც ახლობლები და არც ნაცნობები არ ჰყავს. ბაჩალიაშვილის ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორია სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი კვალი მალევე საბოლოოდ ქრება.

"მთავარი არხი" თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რომლებიც გოგონას დაკარგვის გარემოებებს ყვებიან.

თამარ ბაჩალეიშვილის დედა სპეციალურ მიმართვასაც ავრცელებს და საკუთარ შვილს გამოჩენას სთხოვს. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს.

"ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე… ვიცოდე, რომ აღარ ვინერვიულო, ვკვდები ისე ვნერვიულობ. მძინარე დავტოვე ლოგინში. წესით, ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო და უნდა ემუშავა. 13:20 საათი იქნებოდა ტელეფონზე როცა დავურეკე და არ მიპასუხა, გათიშული ჰქონდა. ბოლოს კამერამ დააფიქსირა სოფელ ხაიშში. მანქანით აქ იყო შესული, მაგრამ უკან აღარ გამოსულა. ვერსია მაქვს, რომ იქ მარტო არ არის, არ ვიცი ვიღაც ეხმარება თუ ძალადობის მსხვერპლია, არაფერი ვიცი. ფაქტია, რომ ჩემი შვილი კარგად და ჯანმრთელად რომ იყოს, ასე არ გამიმეტებდა. ბავშვი ზემო ფონიჭალას არ არის გაცილებული და რატომ წავიდოდა უცხო ტერიტორიაზე“, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

დაკარგული გოგონას ძმა კი ამბობს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოჯახს ნაცნობები არ ჰყავს და შესაბამისად, გოგონას იქ წასვლის მოტივიც მისთვის გაუგებარია. "იმ ტერიტორიაზე არც არასდროსაა ნამყოფი, არც ახლობელი გვყავს და არც ოჯახის მეგობარი. არ მესმის იქ წასვლის მოტივი რა შეიძლება იყოს“, - ამბობს გიორგი ბაჩალიაშვილი.


თეგები :