• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, შესაძლოა, ისევ ჩაიკეტოს

გარდაბნის რამდენიმე სოფელში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო. სპეციალისტების ინფორმაციით, ქვემო ქართლში მდგომარეობაა ისევ საყურადღებოა, რის გამოც მოსალხოების შემოწმება გადაწყდა. კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა სწორედ გარდაბანში დადასტურდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში როგორც ირკვევა, ყველაზე რთული მდგომარეობაა ამ მომენტისთვის სოფელ ყარაჯალარშია, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე 6 ეპიდემიოლოგთა ჯგუფი იმყოფება და დაგეგმილია რამდენიმე ასეული ადამიანისთვის PSR ტესტირებისათვის ბიოლოგიური მასალის აღება. საუბარია დაახლოებით 600-700 ადამიანზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, დაახლოებით 20 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, ნახევარზე მეტი სწორედ სოფელ ყარაჯალარზე მოდის.

PSR ტესტირების პასუხებზე იქნება დამოკიდებული უახლოეს მომავალში ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში გარდაბნის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არსებულ ეპიდსიტუაციაზე მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

"ჩვენ ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში," – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები :