• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

"დღეს გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია"

გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო არის გაჩიანი, ხოლო ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა, მათ შორის ორი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

ხოლო რაც შეეხება ერთ შემთხვევას, მისი დაინფიცირების წყაროს და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1155-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 929 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 16.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.


თეგები :