• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნ.ხ.-ს ადვოკატი გამოძიებას არასრულწლოვნის უფლებების დაღღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოზარდის ჩვენება არ უნდა გასაჯაროვებულიყო.

ნ.ხ. ერთ-ერთია, ვისი მიმოწერაც ტელეფონში წაშლილი იყო და რომელიც მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზამ აღადგინა. პარალელურად , საქმის ახალ, 22-ე ტომში დევს ამავე მოწმის ახალი ჩვენებაც.

თავად დაკავებული არასრულწლოვანის მტკიცებით, იგი აღნიშნულ მიმოწერის დეტალებს ვერ იხსენებს.

ამ მიმოწერაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არ არის განზრახული რაიმე ანგარიშსწორებზე საუბარი, იქ მიდის უფრო ხუმრობითი სტილი, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ მათი უფლებადამცველები დღეს, 29 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი, თქმით, გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.


თეგები :