• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ჩემმა შვილმა თავი გაწირა იმისთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, გზა გადავკეტეთ თუ არა, მაშინვე მანქანა გამოჩნდა, ფედერალური ბიურო მოვითხოვეთ და ფეისბუქ გვერდი გაქრა

"ჩემმა შვილმა თავი გაწირა იმისთვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, გზა გადავკეტეთ თუ არა, მაშინვე მანქანა გამოჩნდა, ფედერალური ბიურო მოვითხოვეთ და ფეისბუქ გვერდი გაქრა. რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, მაშინვე წაიშალა მისი ფეისბუქ გვერდი. ასე შეიძლება გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი? - ეს ხომ ზღაპარია. 

არ დავიხევ უკან, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ. არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ. ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს აღარ დავუშვებ". - ასე გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბოლო დღეებში სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.


თეგები :