• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

საქართველოს მთავრობაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის - ამერიკელი კონგრესმენები

ამერიკის კონგრესის წევრებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი აღნიშნულ წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ.

მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში, რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

“როგორც იცით, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მშვენიერი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილიყო გლობალური სავაჭრო პარტნიორებისათვის ბაზრის მეტად ხელმისაწვდომობა, თავდაცვითი თანამშრომლობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის” – წერენ კოგრესმენები.

მათი თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩერილ ფერმანდს და აარონ რუპერტს ესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესებისთვის. ისინი პომპეოს მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან მომავალში საუბარში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

"1. მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, ის კი ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში წლებია წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდისათვის.

 

2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები კრიტიკულ ამერიკულ ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:

ა. ამერიკული კომპანიები განზრახ მოხსნა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან და მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს იზოლირება წარმოადგენდა.

ბ. ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით პორტთან დაკავშირებული აქტივობების და სხვა დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

 

3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.”

 

წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული,  ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.


თეგები :