• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

გმირთა მოედანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი სკუტერს შეეჯახა.

30 წლამდე მამაკაცი, რომელიც სკუტერს მართავდა, ადგილზე დაიღუპა, "ტოიოტას" მძღოლი კი პოლიციამ დააკავა.