• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ზურაბ ჟვანიას შვილმა გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა - სისხლიანი გარჩევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

ცნობილი ხდება კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევის შესახებ. დაჭრილია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე. 

მას ამ წუთებში, ხეჩინაშვილის კლინიკაში უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. გოგი თოფაძის შვილიშვილს 4-ჯერ აქვს დანა დარტყმული. 

ფაქტი ჭავჭავაძის გამზირზე, გოგი თოფაძის საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას მოხდა.

მომხდარს ბიზნესმენი გოგი თოფაძე ადასტურებს. ბიზნესმენის თქმით, ეჭვმიტანილს, რომელმაც ლევან თოფაძე დაჭრე, ადრეც რამდენიმე პირი ჰყავს დაჭრილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში ეჭვმიტანილია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას შვილი. 

შსს-ს თავდაპირველად მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მომხდარი მედიით გახმაურდა, შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დააკავა და განცხადებაც გაავრცელა.

 

 


თეგები :