• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ესპანეთში 23 წლის ქართველი გოგო სკვერში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქალი სკვერში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მკვიდრი, ნაზი მეზვრიშვილია. 

დაღუპულის ოჯახის წევრის თქმით, ნაზი მეზვრიშვილი ესპანეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, ორივე დასაქმებული იყო, მოქალაქეობა ახალი მიღებული ჰქონდათ და ბავშვს ელოდებოდნენ. მეზობლების თქმით, ქალი სახლიდან დღისით გავიდა, საღამოს კი სკვერში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მეზობლები აცხადებენ, რომ ნაზი მეზვრიშვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან "არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, ჰყავდა მეუღლე, იყო ფეხმძიმედ და ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი".

ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ესპანეთში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობიდან მეტ დეტალს ელოდება.


თეგები :