• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

ვინ არის ანზორ ქოქოლაძე და წაართვეს თუ არა მას ბიზნესი?

ანზორ ქოქოლაძე არის პირი, რომელიც სახელმწიფოსა და ბანკების ხარჯზე აკეთენს ბიზნესს და ამისთვის არა ერთხელ მოუხდა კითხვებზე პასუხის გაცემა.

ქოქოლაძემ „ელიტ ელექტრონიქსის“ პირველი ფილიალი 1996 წელს სწორედ მშობლიურ ბათუმში, ბაზრობაზე გახსნა და თავიდან მხოლოდ აუდიო და ვიდეო კასეტების გაყიდვით შემოიფარგლებოდა.

თუმცა, ძალიან მალე ბიზნესი განავითარა და „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს მასშტაბით ბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გახდა, მისი ფინანსური მოგება კი უფრო და უფრო იზრდებოდა.

აღნიშნულ მაღაზიათა ქსელს მოჰყვა მეორე, არა ნაკლებ ცნობილი „ტექნო ბუმის“ ტექნიკის სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ასევე დიდი ფინანსურ მოგებას იძლეოდა, თუმცა როგორ იკვალავდა ქოქოლაძე ბიზნესის გზას, ეს საზოგადოებისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესმენი ადრე სახელმწიფოს მიმართ დავალიანებისთვის გასამართლდა. 

ეს ბრალდება დღემდე ძალაში რჩება. სახელმწიფოს, ცვლილებების შემდეგაც არ გადაუხედავს ამ ბრალდებისათვის. 

"მან გარკვეული კომბინაციით ბანკებისგან  აიღო მილიონობით ლარი.

სქემა შემდეგში მდგომარეობდა - საკუთარ კომპანიას აკოტრებდა შეგნებულად, კრედიტორებს აცურებდა და სხვა კომპანიას ქმნიდა.

სწორედ ამ მიზნით გააკოტრა „ელიტ ელექტრონიქსი“ და შექმნა „ტექნო ბუმი“, სადაც წინა მაღაზიის პროდუქცია შეიტანა. კოდებით დადასტურდა.

თუმცა, ახლა ეს უკანასკნელიც გაუყენა გაკოტრების გზას, რადგან აპრობირებული სქემა მისთვის ფინანსური სარგებლის მომტანი აღმოჩნდა", - გვიყვება მისი ყოფილი პარტნიორი აჭარიდან.

აღსანიშნავია რომ თიბისი ბანკმა თავის დროზე დიდი რაოდენობის სესხი დაუმტკიცა ქოქოლაძეს.

თუმცა, „გაკოტრებული“ მაღაზიათა ქსელი ვეღარ იხდიდა ყოველთვიურად დაკისრებულ თანხას. 

ბანკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეღავათს უწევდა, თუმცა, თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა გაეყიდა კომპანია იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე ქოქოლაძეს ჰქონდა თანხა წაღებული.

ამავე დროს, აჭარელი ბიზნესმენის თქმით, რომელიც მისი პარტნიორი იყო, გარდა ქვეყნის შიდა სქემებისა, მას საერთაშორისო პარტნიორებთანაც გაუფუჭდა სახელი. 

ყოველივე ეს კი ქართულ ბიზნესს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის, რადგან საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ ნდობის ფაქტორი უარყოფითისკენ იცვლება.

თავად ბატონი ანზორი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ბანკსა და მის აქციონერებს ადანაშაულებს. 

ის აცხადებს რომ მას "ელიტ ელექტრონიქსი" წაართვეს, თუმცა, ივანიშვილის უკიდურესად პოლიტიზერებული პროკურატურაც კი არ იზიარებს მის ბრალდებას.


თეგები :