• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა, ამის შესახებ ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანია საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

"მთავარია, ბავშვი გადარჩა და კარგად არის. მეორე მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს დიდი ტკივილია. თუ უფრო მეტი არა. მერჩივნა ეს მე დამმართნოდა. მესამე შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში და ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. ის რომ დამძიმდა ბრალი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“, - თქვა ნინო ჟვანიამ.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფურიას, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.


თეგები :