• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

შსს - თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით მასალებს ავრცელებს. 

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი ფურცელზე ჩანაწერი "ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ" გარდაცვლილის მიერ არის შესრულებული.

ამავე დროს შინაგანს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ერთ-ერთ ბანკში 75 000 ლარი ირიცხება.

"2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.


თეგები :