• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

კომპანია "ზეგ"-ის დირექტორი: პორნოგრაფიული საიტების პროგრამულ უზრუნველყოფას ვაკეთებთ.. ჩვენი საქმიანობა ლეგალურია

პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია.

"ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას…და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს… ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული," - ამბობს თამარ კობერიძე.

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების თქმით, მათ იცოდნენ რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკარანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს.

ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან იობაშვილი ასე ხსნის კომპანიის საქმიანობას: "ფეისბუქის" შემქმნელს ხომ არ აინტერესებს თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი. აი ზუსტად იგივე მაგალითია," - აცხადებს იობაშვილი.


თეგები :