• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

"შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას"

შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას, იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. აცხადებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

"დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული "პისიარ" ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში", - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები :