• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

თბილისში, შესაძლოა, საველე კარვები განთავსდეს

თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება.

კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

 

 


თეგები :