• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას - გიგლა მიქაუტაძე

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონა-კრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს. მიქაუტაძის განცხადებით ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს. 

„მინდა შევახსენო ხელისფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალებაა და მოვუწოდებ დროულად უნდა აიღონ ინიციატივა ხელში.

აუცილებელია მთავრობის, ეროვნული ბანკის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბონ სასწრაფოდ და ერთად შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა 6 თვით მაინც მოხდეს საშეღავათო პერიოდის დაწესება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრიზისამდე პირნათლად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მჯერა ამ საკითხში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან. რისკები ყველა მხარემ უნდა გაინაწილოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ფინანსური კრიზისი, რომელიც მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით შეიძლება ავიცილოთ თავიდან. მსგავსი სქემები არაერთ ქვეყანაში უკვე გამოიყენეს და საჭიროა მათი გამოცდილების გაზიარება.“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.


თეგები :