• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 70 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. 

"პაციენტი, კაცი, 70 წლის, ქ. ბათუმის "რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში" შეყვანილი იქნა 17 სექტემბერს 16:30 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90%-ის დაზიანება. 

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება,  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.


თეგები :