• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. TV 25-ის ინფორმაციით, სოლომონ ფუტკარაძე  მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან როგორც თავად ამბობს მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტპომები არ აქვს.

"რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მაქვს. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა, როდესაც ახალი პროტოკოლით შესაძლებელი გახდა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა, გადავედი სახლში. მაქვს ამის საშუალება, ვიყო იზოლირებულად. ახლა ბინაზე ვმკურნალობ და ვიმყოფები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს განმეორებითი ტესტი ჩავაბარე, იმედია პასუხი უარყოფითი იქნება. სამ დღეში ანუ მე-12 დღეს, პროტოკოლის თანახმად, კვლავ გავიტესტები და თუ ისევ უარყიფითი იქნება პასუხი, დავუბრუნდები სამსახურს. თავს კარგად ვგრძნობ, "- აცხადებს სოლომონ ფუტკარაძე.


თეგები :