• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.

"ჩემს ახლობელს დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც ხუთშაბათს ვნახე, არც გადამიკოცნია, უბრალოდ დახურულ სივრცეში ვიყავით ერთად. გუშინ გამოვიძახე ლაბორატორია, გამიკეთეს ტესტი და აღმოვჩნდი კოვიდდადებითი. განმეორებითმა ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ახლა მაქვს ტემპერატურა 37.5. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ფრთხილად იყვნენ, რადგან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ადამიანებში და შესაძლოა სხვა დავაინფიციროთ. ამიტომ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია" - აცხადებს მომღერალი.


თეგები :