• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

საქართველოს სამწუხარო ანტირეკორდი - დღეს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1440-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7367 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 113.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1042, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


თეგები :