• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

"უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს, მაგრამ დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი ზოგს მაინც არ სჯერა რომ ვირუსი არსებობს"

სამწუხაროდ, მზარდი ციფრების მოლოდინი ისევ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში“ კოვიდინფიცირების მატებაზე საუბრისას განაცხადა.

"ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.


თეგები :