• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

"ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის. მათი რაოდენობა 31 ათასამდეა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის.  

"ექიმების დეფიციტი ნამდვილად არ არის ქვეყანაში, ექიმების საერთო რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 31 ათასამდეა, დაახლოებით 19 ათასი ექთანი. რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყნენ გამოყენებული პანდემიური პროცესების დროს. ზოგიერთი მათგანი არ მუშაობს, ზოგიერთი პენსიაშია. კოვიდის შესახებ იმდენს წაიკითხავს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, რომ მას 1-2 დღეში ძირითადი პრინციპები კარგად ეცოდინება."

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტების გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია. 

"დაიწყო გადამზადება სამედიცინო უნივერსიტეტების მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტების. მათ თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ ქოლცენტრებში, ექიმების და ექთნების ასისტენტებად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები :