• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

“ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” დღეს, 28 ოქტომბერს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს. 

ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები “ლელოს” მიერ განვლილ წელს შეაჯამებენ. ისაუბრებენ მიღწეულ შედეგებზე და მომავალ მიზნებსა და ამოცანებზე. 

რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე “ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო” არის წამყვანი პოლიტიკური ძალა რომელმაც შემოიტანა ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში. 

“ჩვენი პოლიტიკური ძალა აერთიანებს ადამიანებს თავიანთი ღირებულებებით. სწორედ ეს ღირებულებებია, რომელიც  დღეს რესპუბლიკის მოედანზე გაგვაერთიანებს მთელ ერს. 

ჩვენი მიზანია, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის ინტერესებისთვის, “ლელომ” ეს მოახერხა, ამიტომ ვართ გამორჩეული პარტია, რადგან გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, ეს ერთი წლის პარტიისთვის არის დიდი მიღწევა. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული და ქვეყნის განვითარების პროგრამა “ლელოს ახალი მარშალის გეგმა”, რაც სრულიად საქართველოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი განვლილი პერიოდით. ჩვენ მიერ განვლილ პოლიტიკურ დღეებს კი შევაჯამებთ დღეს. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. მათ უნდა მოიყვანონ ერთი ადამიანი, რადგან მოახლოებული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ “ლელომ” ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხვდა. სხვა გეგმებთან ერთად, განიხილეს “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” , რომელიც ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარტიამ ოცდაათივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარადგინა.


თეგები :