• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

"პორნო გადმოწერა, გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს" - "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია არასრულწლოვნის მონაწილეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის პირის დაკავებას აპროტესტებს

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ასე ეხმაურება ზუგდიდში არასრულწლოვნის მონაწილეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის პირის დაკავებას.

"შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

ანუ?

პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს?

სულ გააფრინეს," - წერს ხვიჩია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დღეს დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

მათივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას.


თეგები :