• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

6 თვის მარნეულელმა ბიჭუნამ კორონავირუსი დაამარცხა

მარნეულელმა 6 თვის ვაჩე ნადირაძემ კორონავირუსი დაამარცხა, - ამის შესახებ ბავშვის დედა, ლიკა ცუხიშვილი საუბრობს.

"მე მქონდა სიცხე და ბავშვიც გავაკონტროლეთ, აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი, ჩემი მეუღლე საჩხერიდან არის და გადავწყვიტეთ იქ წაგვეყვნა კლინიკაში, 7 დღე ვიყავით საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, ბავშვს იოლ ფორმებში ჰქონდა ვირუსი და ამიტომ 7 დღის შემდეგ გამოგვწერეს. სახლში იზოლაციაში ვიმყოფებოდით, ახლა კი ვაჩე სრულიად ჯანმრთელია, მან კოვიდი დაამარცხა," - ამბობს ლიკა ცუხიშვილი "პრაიმტაიმთან."


თეგები :