• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

გვაქვს მოლოდინი, რომ მოსახლეობისთვის AstraZeneca-ს ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება

  ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინაზეც ექნება ხელმისაწვდომობა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

 "კოვაქს პლატფორმიდან ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკვე დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, ამ ეტაპზე საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში "ფაიზერის" ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ასტრა სენეკაზე" ხელმისაწვდომობაც" გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანას რეკომენდაციას უწევს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეს. ეს ვაქცინა იმითაა გამორჩეული, რომ სხვებთან შედარებით შედარებით იაფია და არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, კერძოდ მაცივრის ტემპერატურაზე ინახება.


თეგები :