• თბილისი
  • °C
  • 07 მარტი, 2021
article

“ბატონო ბიძინა, მოვინანიოთ ორივემ – მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვრჩები ასეთად”

   გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა:  “მოუხერხებია და ერთ-ერთ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილს ირიბად მეც ვუხსენებივარ და “კბილი გაუკრავს” – თუ როგორ ვაძლევდი მას “მცდარ რჩევებს”. ბორჯომი უხსენებია, სადაც მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი… მით უმეტეს, აქციები ჩემი კომპეტენცია არ იყო, მე უფრო კაბინეტურ შრომას ვარ მიჩვეული.


 დამიშვია შეცდომები? დამიშვია, თუმცა, მისგან განსხვავებით, ბოდიშის მოხდაც შემიძლია. არასწორი პროგნოზებიც გამიკეთებია და იქვე, კორექტირებებიც მომიხდენია. რაღაცები მომინანიებია კიდეც, სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ასემიიღწევა. მასაც იგივე მინდა ვურჩიო – მხოლოდ მონანიება დააწყნარებს და დაამშვიდებს მას.
ბატონო ბიძინა, მოვინანიოთ ორივემ, მონანიებაზე გადის ჩვენი სულიერი სიმშვიდის გზა. ეს იქნება ჩემი მეგობრული რჩევა, ნამდვილად არ გეუბნებით ამას ნიშნისმოგებით. მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვრჩები ასეთად” – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.


თეგები :