• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

რა ღირს თალაკვაძისა და კობახიძის ფეხსაცმელები?

ალბათ არც ეღირებოდა ყურადღების გამახვილება თალაკვაძე-კობახიძის ჩაცმულობასა და მათი ფეხსაცმელების ფასზე, რომ არა, სამი გარემოება. 

პირველი: ცოტა ხნის წინ, სამთავრობო ტროლებმა და ბოტებმა, ასევე, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა ინტერნეტ რესურსებმა, ერთობლივად გაავრცელეს ინფორმაცია ნიკა მელიას ქურთუკის შესახებ. 

რომ თურმე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, რომლის ოჯახსაც, გასაგები მიზეზების გამო, არასოდეს უჭირდა ფინანსურად, ძვირადღირებული ქურთუკი ეცვა (თუმცა, თუ ცნობილ საიტს დავუჯერებთ, ამ ქურთუკის ფასი, ბევრად ნაკლებია, ვიდრეს კობახიძე-თალაკვვაძის ეს ფეხსაცმელები). 

მეორე: წლების წინ, მაშინდელმა ოპოზიციამ და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ერთი ამბავი ატეხა იმაზე რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კაფეში სუში შეუკვეთა, რომელიც მაშინ, საშუალოდ, 20-30 ლარი ღირდა. 

მესამე: მოდით დავსვათ კითხვა: მაშინ, როდესაც ქვეყანა ღარიბდება, პანდემია და ეპიდემიაა, ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ათი ათასობით სამუშაო ადგილები დაიკარგა, როგორ ახერხებენ თალაკვაძე-კობახიძე ასეთი ძვირადღირებული ფეხსაცმელების ყიდვას? 

კერძოდ: უცხოურ საიტზე მითითებულია რომ ეს ფეხსაცმელები1680 ევრო ღირს. ეს კი იმას ნიშნავს რომ  მათი ფასი (კურსით 4,033) 6 ათას 700 ლარზე მეტია.

მარტივად რომ ვთქვათ, კობახიძისა და თალაკვაძის ფეხსაცმელების ფასი, თუ ამ ინტერნეტ-რესურსს ვენდობით, გაცილებით მეტია, ვიდრე პენსიონერის 2 წლის პენსია ერთად აღებული.

ცხადია, მსგავსი ისტორია, ჩვენი საქმე არ იქნებოდა კობახიძე-თალაკვაძე რომ კერძო პირები იყვნენ და ფულს კეთილსინდისიერად შოულობდნენ. თუმცა, ერთი პარლამენტის სპიკერია, მეორე კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

შესაბამისად, მაშინ, როდესაც ქვეყანა ლამის სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება, მოქალაქეებს უფლება აქვთ დასვან კითხვა, რამდენად ლეგალურია ხელისუფლების პირველი პირების შემოსავლები?