• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

რა მიზნით იმყოფებოდნენ კახი კახიშვილი და მისი არაოფიციალური დამფინანსებელი, მიხეილ ბინიაშვილი თურქეთში? ექსკლუზივი

ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, ქართული ოცნების ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი არაოფიციალური დამფინანსებელი, მიხეილ ბინიაშვილი თურქეთში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია პრესა.ჯის კახიშვილის გარემოცვის წევრმა მიაწოდა.

მეტიც, კახიშვილის გარემოცვის წევრის დახმარებით, პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტო-მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება რომ მას მჭიდრო კავშირები აქვს მიხეილ ბინიაშვილთან. 

ისინი, ახალ წლამდე, ერთად ატარებდნენ დროს თურქეთში.

ბიზნესმენმა მიხეილ ბინიაშვილმა, კახიშვილის წინასაარჩევნო კამპანია რამდენიმე მილიონით დააფინანსა. 

დიდწილად, სწორედ ბინიაშვილის ფინანასებით შეძლო კახიშვილმა ისნის ოლქში, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გადაბირება.

დიდწილად, სწორედ ბინიაშვილის ფულით დაატრიალა კახიშვილმა ე.წ. "კარუსელი" ისნის ოლქში, გააყალბა არჩევნების შედეგები და დაიწერა გამარჯვება.

მიხეილ ბინიაშვილი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თბილისში იმყოფებოდა და ის ისე შემოვიდა საქართველოში რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ შეხებია. 

ეს მაშინ, როდესაც ასობით ჩვენი თანამოქალაქე კარანტინში გადაჰყავთ.

ბინიაშვილს ოფისი აქვს კოსტავაზე, სადაც სავარაუდოდ, ის სქემები "დაალაგა", რომლის მიხედვითაც კახიშვილის დახმარებით დახარჯული ფული უკან უნდა ამოიღოს.

აღსანიშნავია რომ კახიშვილი, ქართული ოცნებას, ბინიაშვილთან კავშირსა და ასევე, ინფორმაციას, მასთან მჭიდრო ფინანსური ურთიერთობების შესახებ, უმალავდა.

 თუმცა, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მათი "ლინკების" თაობაზე, ის იძულებული გახდა ქართული ოცნების პირველ პირებთან თავი ემართლებინა. 

ამჯერად კი, როგორც ჩანს, კახიშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს თავის მართლება, რადგან ექსკლუზიურად ვაქვეყნებთ მისი გარემოცვის დახმარებით მოპოვებულ და თურქეთში გადაღებულ ფოტო-მასალებს, საიდანაც მტკიცდება რომ მათი კავშირები ისევ მყარია. 

ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან ივანიშვილის გარემოცვაში: მიხეილ ბინიაშვილი ქართველი ოლიგარქის მტერია თუ მოყვარე?