• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

NDI: გამოკითხულთა 46% კორონას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს

 NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

 ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

 ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).


თეგები :