NDI-ს გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, საშუალოდ — 34%, კარგად — 15%.
კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას", დარჩენილი 13% ამბობს, რომ არ იცის, 2%-მა კი უარი განაცხადა კითხვაზე.
აღნიშნულ კითხვაზე რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე განაწილდა:
- თბილისი — კარგად აფასებს 13%, საშუალოდ — 30%, ცუდად — 39%, არ იცის 14%-მა, უარს ამბობს პასუხზე 4%;
- ქალაქებში — კარგად აფასებს 14%, საშუალოდ — 35%, ცუდად — 36%, არ იცის 13%-მა, ხოლო უარს ამბობს 2%;
- სოფლებში — კარგად აფასებს 16%, საშუალოდ — 36%, ცუდად — 33%, არ იცის 13%-მა, უარს ამბობს 2%.