• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგონა დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

6,1 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ ოსაკაზე მოხდა. სტიქიის გამო 170 000 სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უსაფრთოების გამო გააჩერეს ჩქაროსნული მატარებლები და მეტრო. მგზავრების მიღება შეწყვიტა კანსაის აეროპორტმაც. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ დააზიანა თუ არა მიწისძვრამ თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკები.

უკვე ცნობილია, რომ კუნუძლზე მდებარე ატომური სადგურები არ დაზიანებულა. ცნობები ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.