• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

მაიკ პენსი: თუ აშშ-ში ლეგალურად ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ

„თუ აშშ-ში ლეგალურად ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდე”, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ბრაზილიის პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, კაცობრიობის ისტორიაში აშშ მიგრანტებისთვის ყველაზე კეთილმოსურნე სახლი იყო, ჩვენ ვამაყობთ ამ მემკვიდრეობით, მაგრამ ჩვენ ასევე ვამაყობთ იმით, რომ კანონმორჩილი ერი ვართ, რომლის საერთაშორისო საზღვრებს პატივს სცემენ“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკ პენსმა მიგრანტებს ასევე მოუწოდა, რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი და თავიანთი შვილების სიცოცხლე აშშ-ში არალეგალურად ჩასვლის მცდელობით.

„რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ თქვენს და თქვენი ბავშვების სიცოცხლეს, როდესაც აშშ-ში შემოსვლას ცდილობთ იმ გზით, რომელზეც ბატონობენ ნარკოკონტრაბანდისტები და ადამიანებით მოვაჭრეები. თუ აშშ-ში ლეგალურად არ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.


თეგები :

მაიკ პენსი