• თბილისი
  • 11°C
  • 23 მარტი, 2019
article

ირანს ევროკავშირის ქვეყნები ახალ სანქციებს უწესებენ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ირანს ახალ სანქციებს უწესებს. დამატებითი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება. 

ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის უსაფრთხოების სამსახურში ეჭვი აქვთ, რომ ირანის დაზვერვა ევროპის ტერიტორიაზე ორგანიზებულ თავდასხმებს გეგმავს. ეს განცხადება სოციალურ ქსელში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ანდერს სამუელსენის თქმით, სანქციები ირანის დაზრვერვის თანამშრომლების მიმართ ამოქმედდება.

განცხადება გაავრცელეს ნიდერლანდების საგარეო უწყებაშიც. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ 2 წლის წინ, დანიის ტერიტორიაზე, თეირანის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმა ირანის დაზვერვის თანამშრომლებმა მოაწყეს.

თეგები :

×