• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

დღეს, 16 იანვარს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის უნდობლობის საკითხზე იმსჯელებენ. საკითხი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტიების ლიდერმა ჯერემი კორბინმა მას შემდეგ დააყენა დღის წესრიგში, რაც პარლამენტარებმა ტერეზა მეის მიერ შემოთავაზებულ ბრექსიტის შეთანხმების ტექსტს მხარი არ დაუჭირეს.

ბრექსიტის დოკუმენტის შესახებ კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში გუშინ, 15 იანვარს გაიმართა. 432-მა დეპუტატმა ხმა დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 202-მა კი მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

თეგები :