• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

ჰავაიზე თამბაქოს შეძენა აიკრძალება იმ პირებისთვის, რომელთაც 100 წლამდე არ მიუღწევიათ

ამერიკის ჰავაის შტატის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, სიგარეტის გაყიდვის ეტაპობრივ აკრძალვას. კანონი ძალაში სრულად 2024 წელს უნდა შევიდეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

აშშ-ში ფედერალური კანონი 18-წლამდე პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს, თუმცა ჰავაიზე თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონმდებლობა ყველაზე მკაცრია. 2016 წელს ჰავაი გახდა პირველი შტატი, სადაც სიგარეტის მიყიდვა 21 წლამდე პირებისთვის აიკრძალა. ახალი კანონპროექტის მიხედვით ეს ზღვარი ყოველ წელს 10 წლით გაიზრდება: 2020 წელს სიგარეტის მიყიდვა 30 წლამდე ასაკის პირებისთვის აიკრძალება, შემდეგ 40, 50 და 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, 2024 წელს კი აკრძალვა 100 წლამდე ასაკის პირებზე გავრცელდება.

თამბაქოს გავრცელებაზე შეზღუდვები ასევე დაწესდება სიგარებზე, ელექტრონულ სიგარეტებსა და საღეჭ თამბაქოზე.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, უზარმაზარი ხარჯია, რომელიც ბიუჯეტს ექნება. ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადიდან ჰავაი 100 მლნ დოლარს იღებს. ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება დრო იმისათვის, რომ ამ ხარჯის კომპენსირება მოახდინოს.

თეგები :

×