• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ექიმს, რომელმაც ფარულად 48 ქალი დააორსულა, 1 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილი ექიმი, რომელიც მისი 48 პაციენტის შვილის მამა აღმოჩნდა, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი შვილების უკმაყოფილება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Atlantic ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, დამნაშავე გინეკოლოგის პაციენტებმა ზუსტად არ იცოდნენ სპერმა ვის ეკუთვნოდა. 

ექიმი-რეპროდუქტოლოგის საიდუმლო

ჰეთერ ვუქმა ფეისბუკ-მესიჯი პირველად მაშინ მიიღო, როცა 2017 წლის აგვისტოში შვებულებაში მიემგზავრებოდა. მესიჯის ავტორი უცნობი ადამიანი იყო, რომელიც  ირწმუნებოდა, რომ ისინი ნახევარდები იყვნენ. მან ეს მესიჯი ხუმრობად ჩათვალა, რადგან მის მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ჰეთერს შესაძლოა და ან ძმა ჰყოლოდა. თუმცა, შეტყობინება შეიცავდა დეტალს, რომელმაც ის ააფორიაქა. გზავნილის ავტორი, ახსენებდა ექიმის სახელსა და გვარს, რომელიც მისთვის ნაცნობი იყო. 

დონალდ კლაინი იყო ექიმი, რომელმაც ჰეთერის დედას ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაუტარა.

ამის მიუხედავად, ვუქი დედამ დაარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ასე რომ, ჰეთერმა, რომელიც 33 წლისაა და ინდიანაპოლისში ცხოვრობს, გაემგზავრა დასავლეთ სანაპიროსკენ, სადაც შვებულება გაატარა. ამ დროის განმავლობაში,მას რამდენიმე მესიჯი კიდევ მოუვიდა იმავე შინაარსით, თუმცა მალევე ტელეფონი გატეხა, რის გამოც სრულიად გამოთიშა სოციალურ სივრცეს. როცა შვებულებიდან დაბრუნებულმა ჰეთერმა ტელეფონის განახლება შეძლო, სოციალურ ქსელში უამრავი მესიჯი დახვდა, რომელშიც მას არწმუნებდნენ, რომ მისი და-ძმა იყვნენ.

Ancestry.com account-ზე მოძიების შემდეგ, ჰეთერი მიხვდა, რომ მესიჯის გზავნილის ავტორები მას Facebook სივრცეში, სწორედ ამ საიტის ანგარიშიდან პოულობდნენ. DNA ტესტში, რომელიც მას ქმარმა გენეალოგიისადმი ინტერესის გამო აჩუქა, საკუთარ დნმ-ში ეთნოსთა გადანაწილება გაიგო, თუმცა არ შეუმოწმებია ამავე გენის მატარებელ სხვა ადამიანთა არსებობა.

ადამიანები,რომლებიც მას უკავშირდებოდნენ უყვებოდნენ ჰეთერს, რომ ექიმი, რომელთანაც მისმა მშობლებმა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაიტარეს, რეალურად,  დონორად არა საკუთარ თანამშრომლებს იყენებდა, როგორც ამას თავად ამბობდა, არამედ საკუთარ სპერმას.

ჯეიკობ ბალარდი იყო პირველი, დონალდ კლაინის შვილებიდან, ვინც საკუთარი და-ძმების მოძიება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ რეალურად მათი რიცხვი იმაზე მეტი იყო, ვიდრე წარმოედგინა. პირველად ის საკუთარ დას ამერიკის ერთ-ერთ ფორუმზე შეხვდა. ვიზუალური მსგავსების გამო, მათ დნმ-ის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტეს, რომელმაც მათი ნათესაური კავშირი დაადასტურა. თითოეულ პირთან კი საერთო გენთა გარდა, მონაცემებში დონალდ კლაინის სახელი ფიგურირებდა.

დონალდ კლაინი ხელოვნურ განაყოფიერების პროცედურას 1979 წლიდან 1986 წლამდე ატარებდა. სასამართლომ მას 48 პაციენტის ფარული განაყოფიერების გამო 1-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, რამაც მისი შვილების უკამყოფილება გამოიწვია.

2017 წლისთვის კლაინის შვილების რაოდენობა, რომლებმაც დნმ-ის ანალიზი გაიკეთეს 48-მდე ავიდა. 


თეგები :

×