• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ბრიტანეთის პრემიერის პოსტისთვის ოთხი პოლიტიკოსი იბრძოლებს

ტერეზა მეის რეალური სავარაუდო მემკვიდრე დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ მინისტრის პოსტებზე ოთხი კანდიდატი იქნება.

როგორც გაზეთი Financial Times წერს, ესენი არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი, Brexit-ის საკითხების ექს-მინისტრი დომინიკ რააბი, საგარეო საქმეთა ახლანდელი მინისტრი ჯერემი ჰანტი და გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი.

გამოცემის მტკიცებით, სწორედ გოუვის კანდიდატურას უჭერენ მხარს კონსერვატიული პარტიის ფრაქციის დეპუტატები.

როგორც Financial Times-ი წერს, პრემიერის პოსტისთვის ბრძოლაში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 მარტს ტერეზა მეი თანაპარტიელებს დაპირდა, რომ ევროკავშირდან გასვლის შემდეგ თანამდებობას დატოვებდა, სხვა პოლიტიკოსებიც ჩაებმებიან.


თეგები :