• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

ნიკოლას ქეიჯი დაქორწინებიდან 4 დღეში ცოლს გაშორდა

ოთხი დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა, 55 წლის ნიკოლას ქეიჯმა ერიკა კოიკესთან ქორწინების რეგისტრაციაზე განცხადება შეიტანა, თუმცა მოულოდნელად დაოჯახება  გადაიფიქრა და განცხადება გააუქმა. 

გაზეთ Daily Mail-ის ცნობით, განცხადების შეტანის დროს ქეიჯი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ამბობდა, რომ, ერიკას მთელი მისი ფულის მითვისება უნდოდა. თვითონ გოგონა სრულებით მშვიდად გამოიყურებოდა და ამბობდა, რომ ფული მისთვის არ უთხოვია.

ნიკოლას ქეიჯი და 23 წლის ერიკა კოიკე ერთმანთს გასული წლის გაზაფხულიდან ხვდებოდნენ.

ერიკა ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ვიზაჟისტად მუშაობდა.

მსახიობი მანამდე სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი მსახიობი პატრისია არკეტი იყო, რომელთანაც მან ექვსი წელი იცხოვრა, ნიკოლასის მეორე ცოლი ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი გახდა, რომელსაც 109-დღიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა. ქეიჯის მესამე ცოლი კი კორეელი მიმტანი ელის კიმი იყო, რომელთანაც ათი წელი იცხოვრა. მათ საერთო ვაჟი კალ-ელ კოპოლა ქეიჯი ჰყავთ.


თეგები :