• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რუსული ავიაკომპანიის მფლობელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის S7 AirSpace Corporation-ის მფლობელი ნატალია ფილევა გერმანიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 

მაინის ფრანკფურტში ეგელსბახის აეროპორტში დაფრენისას კერძო თვითმფრინავმა Epic-LT-მა კატასტროფა განიცადა. რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი -  55 წლის ნატალია ფილევა ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

ბორტზე ფილევას გარდა მამამისი და პილოტი იმყოფებოდენენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.

თვითმფრინავი საფრანგეთიდან ეგელსბახის კომუნაში მიფრინავდა. 


თეგები :