• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ბრექსიტის გადავადების შესახებ. წერს გაზეთი The Guardian-ი.

კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებმა ივეთ კუპერმა და ოლივერ ლეტვინომ წარადგინეს, მხარი 312-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 311-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნული კანონპროექტი ავალდებულებს ტერეზა მეის, რომ ყველა ღონე იხმაროს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს ბრექსიტის გადავადებაში.

ხოლო მეორე კანონპროექტს, რომლის ავტორიც ასევე ლეიბორისტული პარტიის წევრი კუპერია და გამორიცხავს ევროკავშირიდან გარიგების გარეშე ბრიტანეთის გასვლას, 315 დეპუტატი მიემხრო, 310-მა კი მხარი არ დაუჭირა.

დღეიდან კანონპროექტებს კომიტეტების დონეზე განიხილავენ, რის შემდეგაც ოთხშაბათს კენჭისყრაზე ისევ გამოიტანენ.

თუ მეორე კანონპროექტი დამტკიცდება, ევროკავშირიდან ბრიტაენთის გასვლა გარიგების გარეშე აღარ განიხილება. ლონდონმა ევროკავშირთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას Brexit-ის პორცესის გაგრძელებაზე, თუ შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტში 12 აპრილს არ დამტკიცდება.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 12 აპრილს უნდა დატოვოს და ამ თარიღის გადავადება არ განიხილება.


თეგები :