• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

მოსკოვში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა გაიმართება

დღეს, 8 აპრილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები გამწვავდა სირიაში თურქეთის შესაძლო სამხედრო გეგმებისა და რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის გამო.

გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ ნატოს მინისტერიალზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ნატოს წევრობასა და რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენას შორის.

საუბარია თურქეთის მიერ რუსეთისგან 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების С-400-ის შესყიდვაზე, რაც ნატოს მოკავშირეებისა და აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. თუმცა თურქეთი არ აპირებს თავისიგ ადაწყვეტილების გადახედვას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მწვავე განცხადებას, საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი.


თეგები :