• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო ირანმა საპასუხოდ - აშშ-ის შეიარაღებული ძალები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა უცხო ქვეყნის სამთავრობო-სამხედრო ძალები გამოაცხადა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის დადასტურება იმისა, რომ თეირანის მოქმედებები ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა ქვეყნის მთავრობების მოქმედებებისგან", - დასძინა ტრამპმა.

ირანმა საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალები გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ექვემდებარება ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს დაარსდა.


თეგები :