• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

მეგან მარკლი მშობიარობას სახლში გეგმავს

ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ მეგან მარკლი არ იმშობიარებდა იმავე საავადმყოფოში, სადაც თავის დროზე ქეით მიდლტონმა იმშობიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Beast-ი ავრცელებს. 

ბოლო პერიოდამდე ცნობილი იყო, რომ მეგანს მისი და ჰარის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში უნდოდა მშობიარობა, თუმცა Daily beast-ის წყაროს ინფორმაციით, ის მალე დაადასტურებს მის პიონერულ ნაბიჯს სამეფო ოჯახში.

ამ შემთხვევაში, მარკლის სახლში მშობიარობა სამეფო ოჯახისთვის შეიძლება ჩაითვალოს დაკარგული ტრადიციის დაბრუნებად, გამომდინარე იქიდან, რომ თავად დედოფალი ელისაბედი და მისი ოთხი შვილი ამავე მეთოდით დაიბადა.

სახლში მშობიარობა, ბოლო პერიოდში, ბრიტანეთში საკმაოდ პოპულარული გახდა. წყვილთა უმეტესობას სჯერა, რომ ნაცნობ გარემოში მშობიარობა ნაკლებსტრესულია. Daily Mail-ის წყაროს ცნობით, მეგანისთვის ეს გზა საუკეთესოა, თუმცა რა თქმა უნდა, უამრავი რამ დამოკიდებულია თუ როგორ წარიმართება მომავალი.

მიუხედავად იმისა, რომ სახლში მშობიარეთა საშუალო რიცხვი 2,3% , სულ რაღაც ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო.

იმის მიუხედავად, რომ ბებიაქალთა მომსახურება ბრიტანეთის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში არსებობს, სავარაუდოა, რომ მეგანი კერძოდ დაიქირავებს ბებიაქალსა და მის დამხმარეს. მეგანმა განაცხადა ისიც, რომ მას არ სურს დედოფლის მამაკაც გინეკოლოგთა ჯგუფი, რომლებიც მას მშობიარობაში დაეხმარებიან.

როგორც Daily Mail-ის წყარო აცხადებს, ყველა დედამ თავად უნდა გადაწყვიტოს რა ჯობია საკუთარი თავისა და ბავშვისთვის. დედოფლის გუნდი ამ პროცესში  ჩართული იქნება, თუმცა რამდენად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სტატისტიკურად, სახლში მშობიარობა ბავშვისთვის უფრო პრობლემატურია. თუ პრობლემათა რიცხვი საავადმყოფოში ათასიდან ხუთია, სახლში მშობიარობისას ის ცხრამდე იზრდება.


თეგები :

მეგან მარკლი