• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

3 ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გადარჩენას ემსახურება

უკანასკნელი კლიმატური კვლევის მიხედვით, ოკეანეები 40%-ით სწრაფად იწყებენ დათბობას, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. ამგვარი შედეგი, კი 2040 წლისთვის ტემპერატურის მომატებასთან ერთად მასობრივი გვალვების, წყალდიდობებისა და საკვების დეფიციტის მომასწავებელია.

გარკვეულ ქვეყნებში წარმოიშობილი სერიოზული კლიმატური ცვლილებების მიუხედავად, მეცნიერებმა ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს - გააანალიზებინონ მსოფლიოს გლობალური დათბობის პრომლემურობა და გადადგან სერიოზული ნაბიჯები მის შესაჩერებლად.

ამ ფონზე, აუციელებლია აღვნიშნოთ 3 ქვეყანა, რომელიც გარემოს ხელშეწყობის კუთხით ნამდვილად გამოირჩევა.

1.  ნორვეგია

სიის სათავეში, გარემოსა და კლიმატისთვის გაღებული ღვაწლისთვის ლიდერობს ნორვეგია, სადაც ტარდება რიგი გარემოსდაცვითი ინიციატივები, მათ შორის ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების შემოღებაა.

ოსლო ევრო კომისიის მიერ დასახელდა 2019 წლის „მწვანე ქალაქად“. ქალაქმა შეინარჩუნა ფარვატერები, ახორციელებს ინვესტიციებს ველო-სპორტში, ქმნის რეგულაციებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უვნებლობისთვის.

ოსლოს ადგილობრივი ველო-კომპანია აღნიშნავს, რომ ოსლოს უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ის აძლევს ნებისმიერ ადამიანს საშუალებას დამღლელი დღის შემდეგ, ქალაქიდან საზოაგდოებრივი ტრანსპორტით პირდაპირ ტყეში მოახერხოს გასეირნება და იქვე ღამის გატარება.

2.  პორტუგალია

პორტუგალიას ძლიერი გარემოსდამცველობითი ინსტიტუტის გამო მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პლანეტაზე. ის ერთ-ერთი პიონერი იყო ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანებისთვის საავტომობილო სადგურების შექმნაში. ამასთანავე, ცდილობს ქვეყანაში გაზარდოს მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომანაქანათა რიცხვი და ქალაქში მაცხოვრებლებისთვის მოსახერხებელი გახადოს ველო-მოძრაობა.

„ჩემი მეზობლების უმრავლესობას აქვს მზის პანელები ან წყლის ტუმბო. ჩემს სახლში, ჩემმამშობლებმა დაამონტაჟეს მოწყობილობა, რომელიც წვიმის წყალს ფილტრავსდა აქცევს სუფთა წყლად, რომელსაც ძირითადად ვიყენებთ მცენარეების მოსარწყავად, ავტომანქანების გასარეცხად და შინაური ცხოველების დასაბანად", - ამბობს მარიანა მაგალაესი პორტუგალიიდან, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს დაბრენდინგის სააგენტო Forty8Creates- ის კომუნიკაციების მენეჯერია.

3. ურუგვაი

ურუგვაის პლანეტაზე კლიმატის ინდექსით (მე -15 ადგილზე) სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, ძლიერი სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკისა გააჩნია. ის გახდა განახლებადი ენერგიის გლობალური ლიდერი .

„ურუგვაის არ აქვს ნავთობის მარაგი და უზარმაზარ თანხებს ხარჯავს მის იმპორტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ნავთობზე დაფუძნებული საწვავის ჩანაცვლება სუფთა ენერგიით, რომელიც ათწლეულშია მიღწეული“, - ამბობს ურუგვაელ-ამერიკელი ლოლა მენდეზი.


თეგები :