• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

ფრანგი მილიარდერის ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია Artemis-ის ფონდებიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“ - განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.

პინოების ოჯახი კომპანიებს Artemis და Kering ფლობს.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.


თეგები :

×