• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

მედვედევი: უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის აზრით, უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, - დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.


თეგები :