• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაში 7 თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა

შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაში შვიდი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.

შესაბამისი დასკვნა ექსპერტებმა თვითმკვლელთა ცხედრების ანალიზის შედეგად გააკეთეს. საუბარია რვიდან ექვს აფეთქებაზე, რომელიც შრი-ლანკაში გუშინ მოხდა. აღნიშნულია, რომ კოლომბოში სასტუმრო „შანგრი-ლაში“ თავი ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა, დანარჩენ ტერაქტებში სავარაუდოდ, თითო-თითო ტეროროსტი მოქმედებდა.

კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 290-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.

შრი-ლანკის პოლიციამ ტერაქტების კავშირში ბრალდებული 24 ადამიანი დააკავა.


თეგები :